არჩილ გორდულაძე ISFED-ზე: მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებსაც, უთხრან თავიანთ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ გამოაქვეყნონ შედეგები და ქართველ ხალხს უთხრან სიმართლე

არჩილ გორდულაძე ISFED-ზე: მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებსაც, უთხრან თავიანთ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ გამოაქვეყნონ შედეგები და ქართველ ხალხს უთხრან სიმართლე

ISFED-ის შედეგები, ეუთო/ოდირის დასკვნა და ცესკოს შედეგები ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა. „ნაცმოძრაობის“ კლასტერს არ აქვს სურვილი, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვეს, არ უნდათ რომ ნახოს ქართველმა ხალხმა სიმართლე რაში მდგომარეობს, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე. ის ორგანიზაციას პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს და მისი ხელმძღვანელის მიმართ ოპოზიციის მხრიდან ბულინგზე საუბრობს.

„გამოვიდნენ, თითქოს სასხვათაშორისოდ ბრიფინგზე ახსენეს, რომ მათ პარალელური დათვლის და ცესკოს შედეგები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ახლა არ დებენ თავიან ანგარიშს. გარკვეული ინფორმაციების საფუძველზე, გვაქვს განცდა, რომ ეს ადამიანი [ნინო დოლიძე] არის ბულინგის მსხვერპლი და ჩვენ მოვუწოდებთ, არ დაემორჩილოს ამ ბულინგს. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებსაც, უთხრან თავიანთ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ გამოაქვეყნონ შედეგები და ქართველ ხალხს უთხრან სიმართლე“, - განაცხადა გორდულაძემ.


ISFED-ში განაცხადეს, რომ მათ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა ორგანიზაცია თავისი შედეგების გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს.