"მასშტაბური საპროტესტო აქცია" მოულოდნელად დასრულდა - რუსთაველზე ამჟამად თითო-ოროლა კაცია, ხოლო ოპოზიციის ლიდერების ადგილსამყოფელი უცნობია

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია მოულოდნელდ დასრულდა. სრულ რაღაც ორ საათში პარტიის ლიდერებმა მასობრივი შეკრება დასრულებულად გამოაცხადეს. 

პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. ისინი პოლიტიკოსებისგან განმარტებას ითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი ტერიტორიიდან წასვლასაც კი არ აპირებდა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ მიმდებარე ადგილი ყოველგვარი განმარტების გარეშე დატოვეს. 

ამ წუთებში რუსთაველის გამზირი მთლინად თავისუფალია, ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ადგილი ისე დატოვეს, რომ ახლა სად იმყოფებიან არავინ იცის.