ყველაფერი ძალიან ნათელი და შესაბამისად, მარტივია შესაფასებლად თუ საით დგას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, - წერს „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ერთ მხარეს არის ხალხი, რომელიც უსტვენს და აგინებს ვიქტორ ორბანს და ტაშს უკრავს მიხაილ როთს, ლგბტ პროპაგანდის დამცველს და სარწმუნოების მძაგებელს და მეორე მხარეს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც დიდი პატივს სცემს ვიქტორ ორბანს საქართველოს გულშემატკივარს, ქრისტიანული და ოჯახური ღირებულებების დამცველს.
„ყველაფერი ძალიან ნათელი და შესაბამისად, მარტივია შესაფასებლად თუ საით დგას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.
ერთ მხარეს ხალხი, რომელიც უსტვენს და აგინებს ვიქტორ ორბანს და ტაშს უკრავს მიხაილ როთს, ლგბტ პროპაგანდის დამცველს და ჩვენი სარწმუნოების მძაგებელს და მეორე მხარეს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც დიდი პატივს სცემს ვიქტორ ორბანს ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს, ქრისტიანული და ოჯახური ღირებულებების დამცველს!“ - წერს მიხეილ ყაველაშვილი.