გელა ნიკოლაიშვილი: 3 ათასზე მეტი უბნიდან, თითო-ოროლა დარღვევიდან, იმ დასკვნის გამოტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური და არა სამართლებრივი და ობიექტური შეფასება

გელა ნიკოლაიშვილი: 3 ათასზე მეტი უბნიდან, თითო-ოროლა დარღვევიდან, იმ დასკვნის გამოტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური და არა სამართლებრივი და ობიექტური შეფასება

3 ათასზე მეტი უბნიდან, თითო-ოროლა დარღვევიდან, იმ დასკვნის გამოტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური და არა სამართლებრივი და ობიექტური შეფასება, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, თითიდან გამოწოვილ მაგალითებს რადიკალური ოპოზიცია ვერ გამოიყენებს აქციების ასაგორებლად და ვერც სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად.

საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ, სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა.