სომხეთის ლიბერალური პარტიის ლიდერი: შარლ მიშელი ევროკავშირის სირცხვილია - მან ალიევს მეხუთედ არჩევა მიულოცა, ხოლო საქართველოს არ ულოცავს და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

სომხეთის ლიბერალური პარტიის ლიდერი: შარლ მიშელი ევროკავშირის სირცხვილია - მან ალიევს მეხუთედ არჩევა მიულოცა, ხოლო საქართველოს არ ულოცავს და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

შარლ მიშელი ტიპური ფარისეველი და ევროკავშირის სირცხვილია - მან ალიევს მეხუთედ არჩევა მიულოცა, ხოლო საქართველოს არ ულოცავს და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, - განაცხადა პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერმა, ედმონ მარუკიანმა.

„შარლ მიშელი ტიპური ფარისეველი და ევროკავშირის სირცხვილია. მან ალიევს მეხუთედ არჩევა მიულოცა და დაივიწყა ის ფაქტი, რომ ალიევმა ტახტი მამისგან მემკვიდრეობით მიიღო 21 წლის წინ და მართავს თავის ქვეყანას ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში. შარლ მიშელმა ვერც კი შეამჩნია, რომ აზერბაიჯანში არც დამკვირვებლები იყვნენ, არც მედია, არც ადამიანის უფლებების პატივისცემა იყო, არც ოპოზიცია. ახლა, იგივე შარლ მიშელი, არ ულოცავს საქართველოს, გამოთქვამს შეშფოთებას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ითხოვს სავარაუდო საარჩევნო დარღვევების გამოძიებას“, - აღნიშნა ედმონ მარუკიანმა.

თომა ა, კაცი 1000% სიმართლეს ამბობს.
3 კვირის უკან