ურსულა ფონ დერ ლაიენი: ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონები უნდა იყვნენ

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონები უნდა იყვნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

„ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის იბრძვის. მათ აქვთ უფლება იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას. მათ უფლება აქვთ დაინახონ, რომ დარღვევების გამოძიება ხდება სწრაფად, გამჭვირვალედ, დამოუკიდებლად. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროპული ღირებულებების საფუძველია. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონები უნდა იყვნენ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.