ლადო ბოჟაძე: ეუთომ თქვა, რომ კენჭისყრის დღე ჩატარდა ორგანიზებულად. ეს ნიშნავს, რომ თავად კენჭისყრის პროცესი, რაზეც აპელირებს ოპოზიცია ჩატარდა სამართლიანად, კანონმდებლობის სრული დაცვით, ყოველგვარი გაყალბებების გარეშე

ლადო ბოჟაძე: ეუთომ თქვა, რომ კენჭისყრის დღე ჩატარდა ორგანიზებულად. ეს ნიშნავს, რომ თავად კენჭისყრის პროცესი, რაზეც აპელირებს ოპოზიცია ჩატარდა სამართლიანად, კანონმდებლობის სრული დაცვით, ყოველგვარი გაყალბებების გარეშე

ეუთომ თქვა, რომ კენჭისყრის დღე ჩატარდა ორგანიზებულად. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად კენჭისყრის პროცესი, რაზეც ასე აპელირებს ოპოზიცია ჩატარდა სამართლიანად, კანონმდებლობის სრული დაცვით, ყოველგვარი გაყალბებების და მაქინაციების გარეშე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დელეგატმა ლადო ბოჟაძემ „დღის ქრონიკასთან“.

მისი თქმით, ის თავად არის ეუთოს დამკვირვებელი სხვა ქვეყნებში და კარგად იცის რა მეთოდოლოგიით მუშაობს ორგანიზაცია.

„გუშინ თუ ეუთოს განცხადებებს ვნახავდით, იქაც იყო მთავარი რამ ნათქვამი. პირველი, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდა მშვიდ და კონკურენტულ გარემოში, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა საშუალება ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია, მათ შორის მედიითაც ღია შეხვედრებით, საზოგადოებასთან შეხვედრებით და არანაირი ხელშეშლის ფაქტები არ დაფიქსირებულა. მთავარი, ეუთომ თქვა, რომ კენჭისყრის დღე ჩატარდა ორგანიზებულად. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად კენჭისყრის პროცესი, რაზეც ასე აპელირებს ოპოზიცია ჩატარდა სამართლიანად, კანონმდებლობის სრული დაცვით, ყოველგვარი გაყალბებების და მაქინაციების გარეშე და ეს დაადასტურა ეუთომ. რაც შეეხება ეუთოს საბოლოო დასკვნას, ის დაახლოებით 6-8 კვირის განმავლობაში ქვეყნდება ხოლმე“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

მისივე თქმით, ეუთო სწორედ იმ მიზეზით აქვეყნებს 6-8 კვირის შემდეგ დასკვნას, რომ ის რომელიმე მხარემ კონკრეტული მიზნებისთვის არ გამოიყენოს.

ლადო ბოჟაძის განცხადებით, არჩევნები არის აღიარებული.

„ატყუებენ საზოგადოებას, რომ რომელიმე სახელმწიფოს შეუძლია სხვა სახელმწიფოში არ აღიაროს არჩევნები, ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას. ასეთ განცხადებას ვერავინ ვერ გააკეთებს. არჩევნები არის აღიარებული, არჩევნები არის ლეგიტიმური. იქნება რეკომენდაციები, რჩევები, რომლებსაც გავითვალისწინებთ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.