შუშანაშვილს საქართველოში სასჯელის მოხდა სასტიკად არ სურს

შუშანაშვილს საქართველოში სასჯელის მოხდა სასტიკად არ სურს

საბერძნეთის პროკურატურა გზაჯვარედინზე დგას: სად მოახდინოს ლაშა შუშანაშვილის ექსტრადაციარუსეთში, საქართველოში, თუ ესპანეთში. შუშანაშვილმა პირინეის ნახევარკუნძულზეც მოასწროწამუშავება“. ესპანეთის პოლიცია მას ფულის გათეთრებაში, დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და მკვლელობისათვის თავდასხმაში ადანაშაულებს. რგ.რუ- ინფორმაციით, ინტერპოლის თანამშრომლებმა უკვე ჩაატარეს მისი პირველი დაკითხვა, რომლებზეც ის, გამომძიებელთა გასაკვირად, საკმაოდ გულახდილი იყო. მან აღიარა, რომ 2008 წლიდან ცხოვრობდა საბერძნეთში, საიდანაც საკუთარი პატრონის – „დედ ხასანისსაქმეებს განაგებდა. მისი სიტყვებით, ის ახლა ლიქიორწყლების საწარმოსა და ტურისტულ ბიზნესს მართავს. ინტერპოლში დაკითხვაზე შუშანაშვილმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მზადაა მოიხადოს სასჯელი ყველგან, საქართველოს გარდა. მან პირდაპირ განუცხადა ინტერპოლის თანამშრომლებს, რომ თუ საქართველოს გადასცემენ, მას იქ სასიკვდილოდდაპრესავენ“, რადგან მან ძალიან ბევრი იცის თბილისელი პოლიტიკოსის კულისებს მიღმა თამაშების შესახებ.

ბარვიხის დასახლებაში მცხოვრები შუშანაშვილი 2008 წელს მოსკოვის გარეუბანში, მოსკოველმა ოპერმუშაკებმა დააკავეს. ამისათვის მისი ათკაციანი დაცვის განიარაღება გახდა საჭირო. შუშანაშვილს რუსეთის პასპორტი უპოვეს, რომელიც მოგვიანებით, სასამართლომ არამოქმედად ცნო. რაღაც მიზეზის გამო გადაწყვიტეს, იგი არ დაეპატიმრებინათ და უკრაინაში გაეგზავნათ, საიდანაც რამდენიმე წლით ადრე იგი რუსეთში ჩამოვიდა.

თუმცა, ავტორიტეტი იქიდან მალე საბერძნეთში გაემგზავრა. სხვათა შორის, არსებობს ცნობა, რომ შუშანაშვილმაიაპონჩიკისმკვლელობისათვის მაინც აიღო ქუთაისელთა სისხლი. 2010 წელს, საფრანგეთის ქალაქ მარსელში, შუშანიშვილის მიერ გაგზავნილმა ქილერებმა, ონიანის კლანისგენერალი“, კანონიერი ქურდი ვლადიმერ ჯანაშია დაცხრილეს.

ლაშა შუშანაშვილი, იგივე ლაშარუსტავსკიყოფილ საბჭოთა სივრცეში ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდის, ასლან უსოიანის, იგივედედ ხასანისახლო მეგობარია. 2010 წელს, თავდასხმის დროს, სნაიპერმა უსოიანს სამი ტყვია მოახვედრა. ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფმა უსოიანმა, თავის დროებით შემცვლელად შუშანაშვილი დანიშნა. მაშინ სამართალდამცველთა ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ ეს მაფიოზურ ომებს გამოიწვევდა. ასეც მოხდა.

სისხლიანი გარჩევების ერთ-ერთ მიზეზად ის იქცა, რომ შუშანაშვილი მეორე ავტორიტეტის, „იაპონჩიკისსახელით ცნობილივიაჩესლავ ივანკოვის ახლო მეგობარი იყო. თავდასხმა მასზეც განხორციელდა და ხანგრლივი მკურნალობის შემდეგ, იგი გარდაიცვალა. შუშანაშვილმა მაშინ დაიფიცა, რომ შემკვეთს იპოვიდა და დასჯიდა.

სხვადასხვა ცნობების თანახმად, „იაპონჩიკიმოწინააღმდეგე კლანის სხვა ავტორიტეტმა, მეტსახელადტარომ“ – ტარიელ ონიანმა შეუკვეთა. 2006 წელს ონიანსა დადედ ხასანსშორის ომი დაიწყო.