მოსკოვში საკუთარ სახლთან ერთი გასროლით მოკლეს ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, ბერეზოვსკის პარტნიორი და პუტინის საარჩევნო შტაბის წევრი - დავით დვალი!
მოსკოვის მილიციის ვერსიით, ქილერი დვალის ნაცნობი იყო, რადგან დვალმა ის სალაპარაკოდ ახლოს მიუშვა.
დავით დვალი დახურული სააქციო საზოგადოება „მდმ ტრანსსერვისის“ დამფუძნებელი გახლდათ. იგი ოთხი სხვადასხვა მანქანით სარგებლობდა და მაქსიმალურად იცავდა უსაფრთხოებას, თუმცა პირადი მცველი არასოდეს ჰყოლია.
„ფორდით“, „აუდით“ და „ვოლგით“ გადაადგილების შემდეგ, იგი ავტოფარეხიდან თავის სადარბაზომდე „ნივით“ მიდიოდა, რომელსაც ეზოშივე ტოვებდა.
დაღუპვის დღესაც ანალოგიური მარშრუტით მივიდა შინ, სადაც სადარბაზოში უკვე ელოდებოდა დაქირავებული მკვლელი! „საქმის გაკეთების“ შემდეგ ქილერი ველოსიპედით გაეცალა იქაურობას.