ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ კრუიზზე ქალი დაშავდა

ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ კრუიზზე ქალი დაშავდა

ეძებენ ქალს, რომელიც გემიდან გადავარდა. გემზე ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა. აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 66 წლის ქალი სამშაბათს, ღამით გემიდან გადავარდა. სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ დაკარგული მგზავრი კარიბის ზღვის გემიდან, Allure of the Seas, ბაჰამის კუნძულებიდან 17 მილში გადმოვარდა. სამძებრო სამუშაოებს ბაჰამის თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

საკრუიზო ტურზე დაახლოებით 400 ადამიანი იყო დარეგისტრირებული. სვიფტის თემატიკის ტურის წევრები ორშაბათს მაიამიდან ბაჰამის კუნძულებზე გაფრინდნენ. ცნობისთვის, კრუიზი, რომელიც ცნობილია, როგორც In My Cruise Era, ტეილორთან ოფიციალურად არ არის დაკავშირებული.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, Royal Caribbean-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ სამძებრო სამუშაოები მყისიერად დაიწყო.

"ჩვენმა ეკიპაჟმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მყისიერად დაიწყო სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. რა თქმა უნდა, ამ რთულ პერიოდში მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით დაკარგული ქალის ოჯახს. კონფიდენციალურობის გამო, დამატებით დეტალებს ვერ მოგაწოდებთ" — განაცხადა Royal Caribbean-ის სპიკერმა.