ინგრედიენტები
4 ცალი კვერცხი
250 გრამი შაქარი
100 გრამი კარაქი
450 გრამი ფქვილი
200 გრამი რძე
50 გრამი კაკაო
150 გრამი რძიანი შოკოლადი
10 გრამი სოდა
5 გრამი ვანილი
მწიკვი მარილი
მომზადება
ჯამში მოათავსეთ კვერცხი მიქსერის საშუალებით ამოიყვანეთ დაამატეთ შაქარი და გათეთრებამდე დაამიქსერეთ.
ამიყვანილ კვერცხს დაუმატეთ დარბილებული კარაქი,ფქვილი,სოდა,ვანილი,და მარილი კარგად აურიეთ შემდეგ დაუმატეთ რძე და კარგად დაამიქსერეთ ბოლოს დაუმატეთ კაკაო კარგად აურიეთ.
გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და თავზე მოაყარეთ რძიანი შოკოლადის ნატეხები.
აცხვეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით.