ისრაელის მიერ ჩრდილოეთ ლიბანის დაბომბვას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა.
ლიბანის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა.
ისრაელის მედია წერს, რომ სამიზნე შესაძლოა, „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ლიბანური მედიის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების ერთი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქრისტიანული უმრავლესობით დასახლებულ ზონას დაესხნენ თავს ისრაელის ჯარები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.