ინგრედიენტები
500 გრამი პომიდორი ჩერი(შუაზე გაჭრილი)
170 გრამი რეჰანის ფოთლები
450 გრამი მოცარელას პატარა ბურთები
კბილის ჩხირები
3 ს/კ ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი
მომზადება
კბილის ჩხირებზე ერთმანეთის მონაცვლეობით ააწყვეთ შუაზე გაჭრილი პომიდორი, რეჰანის ფოთლები და მოცარელას ბურთები ისე, რომ ყველა ინგრედიენტი მთლიანად გამოიყენოთ.
მოასხურეთ ზეითუნის ზეთი პომიდორს, რეჰანსა და ყველს ისე, რომ ჩხირის ბოლო სუფთად დარჩეს.
მოაყარეთ მარილი და პილპილი. მიირთვით მომზადებისთანავე.