ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში სამხრეთკორეელმა ჰან კენგმა მიიღო

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში სამხრეთკორეელმა ჰან კენგმა მიიღო

სტოკჰოლმში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დაასახელეს. 2023 წელს ჯილდო სამხრეთკორეელმა მწერალმა ჰან კენგმა მიიღო „მდიდარი, პოეტური პროზისთვის, რომელიც უპირისპირდება ისტორიულ ტრავმებს და ამჟღავნებს ადამიანის სიცოცხლის სიმყიფეს“.

მანამდე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ფიზიკისა და ქიმიის დარგებში.

11 ოქტომბერს კი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდება. 14 ოქტომბერს გახდება ცნობილი ვინ მიიღებს ალფრედ ნობელის სახელობის პრემიას ეკონომიკის დარგში.