რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნებაა“ ის ერთადერთი პარტია, რომელიც არა თუ სთავაზობს, არამედ უკვე უზრუნველყო მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში

რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნებაა“ ის ერთადერთი პარტია, რომელიც არა თუ სთავაზობს, არამედ უკვე უზრუნველყო მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში

„ქართული ოცნებაა“ ის ერთადერთი პარტია, რომელიც არა თუ სთავაზობს, არამედ უკვე უზრუნველყო მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ახლა, ამ მშვიდობასა და სტაბილურობაზე უნდა დაშენდეს ის კეთილდღეობა, რომელიც იქნება ერთ-ერთი მთავარი გარანტია, რომ მთავარი ქართული ოცნება, ჩვენი ეროვნული ამოცანები ახდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

„ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც შრომობს, მუშაობს, ფიქრობს განვითარებაზე, ცდილობს, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, რადგან სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე მეტი კეთილდღეობისა და დოვლათის შექმნა შეუძლებელია. ეს ადამიანები (რადიკალური ოპოზიცია) ფაქტობრივად ხელს აწერენ დოკუმენტს, რომ საქართველოში სტაბილურობა არასდროს უნდა იყოს. ამათი შეთავაზებები საერთოდ აცდენილია იმ საჭიროებებს, რაც საზოგადოებას გააჩნია“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.