61 კაცია ოპოზიციაში და მგონი ერთსულოვანი სხვა გაგებით არის, იმიტომ, რომ ერთმა კაცმა შემოიტანა განცხადება [მანდატის გაუქმებაზე], ვაშაძეს შემოუტანია, იმ განცხადებაშიც არ ვიცი ზუსტად რა წერია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ სწორედ ახლა არის დრო, დაწერონ განცხადებები მანდატების გაუქმების თაობაზე.
„ვნახავ განცხადებაში რა წერია, რამე შეცდომა არ დავუშვა, იქაც რამე ისე ხომ არ წერია, რომ მაინცდამაინც მაგასაც არ მგონია უნდოდეს მანდატის დათმობა. 60 ადამიანი ჯერ კიდევ დუმს. ახლა არის მეგობრებო ის დრო, როდესაც თქვენ უნდა დაწეროთ განცხადებები. დაწერონ, მერე გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ამომრჩეველი არაფერში აინტერესებთ, მათ აინტერესებთ თავიანთი პატრონები. ვინ ეკითხება მათ ამომრჩეველს? ამომრჩეველს ეკითხებიან მარტო იმას, როგორ მოატყუონ - 300 000 ხმა გააყალბეს. არ მოტყუვდა მათი ამომრჩეველიც, მათ შორის.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.