ამირან სალუქვაძე: ელექტრონული არჩევნების პირობებში, არჩევნები ფიზიკურად ვერ ყალბდება. ეს არის აღიარებული. ბოლოს ეს თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქალბატონმა დანიგანმა. რა შედეგიც დაიდება, ის შედეგი უნდა მიიღოს ყველამ

ამირან სალუქვაძე: ელექტრონული არჩევნების პირობებში, არჩევნები ფიზიკურად ვერ ყალბდება. ეს არის აღიარებული. ბოლოს ეს თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქალბატონმა დანიგანმა. რა შედეგიც დაიდება, ის შედეგი უნდა მიიღოს ყველამ

[ელექტრონული არჩევნების] პირობებში, არჩევნები ფიზიკურად ვერ ყალბდება. ეს არის აღიარებული. ბოლოს ეს თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქალბატონმა დანიგანმა. რა შედეგიც დაიდება, ის შედეგი უნდა მიიღოს ყველამ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ.

საერთაშორისო დონეზე არჩევნების არაღიარების მცდელობა შესაძლებელია იყოს თუნდაც სადამკვირვებლო მისიების მხრიდან, როგორ იქნება შესაძლებელი ხალხის მიერ საკუთარი არჩევანის დაცვა.

„ყველამ აღიარა დღეს - ელჩებმა, სააკაშვილმა, გვარამიამ, მოსახლეობამ, ვინც კი ჩართული იყო ცესკო-ს მთელ ამ მარათონში თვეების განმავლობაში, როცა აცნობდნენ საარჩევნო სისტემას, რომ ამ სისტემის [ელექტრონული არჩევნების] პირობებში, არჩევნები ფიზიკურად ვერ ყალბდება. ეს არის აღიარებული. ბოლოს ეს თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქალბატონმა დანიგანმა. რა შედეგიც დაიდება, ის შედეგი უნდა მიიღოს ყველამ - როგორც „ქართული ოცნების“ მომხრეებმა, თუ წააგო პარტიამ, ასევე - ოპოზიციამ, თუ მოიგო „ოცნებამ“. ეს არის რეალობა. თუ დადგება შედეგი, რომ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ამას არ მიიღებს ოპოზიცია და სხვები, მოსახლეობამ, ამომრჩევლებმა საკუთარი ხმები უნდა დაიცვან და ამისი დემოკრატიული მეთოდებია ქუჩაში გამოსვლა და საკუთარი ხმების დაცვა“, - აღნიშნა სალუქვაძემ.