რატი იონათამიშვილი: ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამკვირვებელს შეექმნას შესაბამისი პირობები, რათა ობიექტური შემფასებელი იყოს

რატი იონათამიშვილი: ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამკვირვებელს შეექმნას შესაბამისი პირობები, რათა ობიექტური შემფასებელი იყოს

ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამკვირვებელს შეექმნას შესაბამისი პირობები, რათა ობიექტური შემფასებელი იყოს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ არჩევნები მიმდინარეობს კონკურენტულ გარემოში და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება დაცული.

„ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამკვირვებელს შეექმნას შესაბამისი პირობები, რომ ობიექტური შემფასებელი იყოს, მაგრამ ვხედავთ, რომ როდესაც რადიკალური ოპოზიციის საკომუნიკაციო არხებმა არ გაუშვეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპი ეთერებში, ამაზე არანაირი შეფასება არ ყოფილა. ცალკეული ორგანიზაციებისა და პარტიების წარმომადგენლები ისე არიან გადახლართული ერთმანეთში, რომ ძალიან რთულია ადამიანმა გაარჩიოს, სად მთავრდება პოლიტიკური პარტია და სად იწყება კონკრეტული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია. ზღვარი რომ წაშლილია ამაზეც არანაირი განცხადება არ კეთდება. თუმცა საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს კონკურენტულ გარემოში. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება დაცული და ამ კონკურენტულ გარემოში თუ ზოგადად კონკურენციის გაწევის უნარი არ აქვს ოპოზიციას, ეს საკუთარ თავს, დავალებების მიმცემებს უნდა დააბრალონ და სხვას არავის“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.