"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, პეკინის N22-24-ის მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. დელეგატი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრა.
„მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გავაცანით. ჩვენი გუნდისთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრა - ძირითადი ეროვნული ამოცანებია.
2012-წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 26,7% იყო, 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კი - 13,7%. მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, კი უმუშევრობის მაჩვენებელი 4-%-მდე დაიწევს,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
შეხვედრას, პარლამენტის წევრი ლევან მაჭავარიანი, საბურთალოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ესწრებოდნენ.