ტეილორ სვიფტი მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა

ტეილორ სვიფტი მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა

Forbes-ის მონაცემებით, 34 წლის ტეილორ სვიფტმა რიანას გადაუსწრო და მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა.

გამოცემა ამერიკელი მომღერლის ქონებას 1,6 მილიარდ დოლარად აფასებს. ამასთან, სვიფტი პირველი მილიარდერი-შემსრულებელი გახდა, რომელმაც ქონება მხოლოდ მუსიკალური მოღვაწეობით დააგროვა.

600 მილიონი სვიფტმა ჰონორარებითა და გასტროლებით მიიღო, ასევე ფასი აქვს მის მუსიკალურ კატალოგს, მომღერლის უძრავი ქონება კი დაახლოებით 125 მილიონად ფასდება.

მანამდე ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალის წოდება 36 წლის რიანას ეკუთვნოდა, თუმცა სვიფტმა მას 200 მილიონით გადაუსწრო. ამასთან, რიანას შემოსავლის დიდი ნაწილი კოსმეტიკისა და საცვლების ბრენდებიდან მოდის.