მსახიობმა ენ ჰეთეუეიმ ყველასათვის კარგად ცნობილი პრინცესას დღიურების მესამე ნაწილი დააანონსა. ფილმში იგი კვლავაც მთავარ როლს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ პრინცესას დღიურების მეორე ნაწილის გამოსვლიდან უკვე 20 წელი გავიდა. რაც შეეხება პირველ ნაწილს, იგი 2001 წელს გადაიღეს. ორივე ნაწილის რეჟისორი გარი მარშალი იყო, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა.
მსახიობმა პარასკევს ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საკულტურო ფრაზას ამბობს ფილმიდან — "პრინცესა?! მოკეტე!"
ოსკაროსანმა მსახიობმა ჯერ ორი თითი ასწია, ვიდეოში ფილმიდან ამოღებული გარკვეული მონაკვეთები გამოჩნდა, ბოლოს კი ენ ჰეთეუეიმ მესამე თითი ასწია და თქვა: "მოკეტე!", რაც ნიშნავს, რომ ფილმის მესამე ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია. როგორც ცნობილია, ფილმის რეჟისორი ადელ ლიმი იქნება.
როგორც გვახსოვს, პრინცესას დღიურების გულშემატკივრები სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ, როცა Disney-ს გადაწყვეტილების შესახებ გაიგეს, რომ მია თერმოპოლისის შესახებ მე-3 ფილმის გადაღებას აპირებდნენ. კიდევ უფრო სასიამოვნო იყო ენ ჰეთეუეისგან მხარდაჭერის მოსმენა, რომელმაც აღნიშნა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა ფილმზე მუშაობაში. მაშინ თავად ჯული ენდრიუსს ეეჭვებოდა პრინცესას დღიურების მე-3 ნაწილის გადაღების რეალურობა, განსაკუთრებით, კი მასში საკუთარი მონაწილეობა.
ამჯერად, ცნობილი არ არის მესამე ნაწილში მიიღებს თუ არა მონაწილეობას ჯული ენდრიუსი, თუმცა როგორც ენ ჰეთეუეი აცხადებს, სცენარი წერის პროცესშია და მისი დასრულებისთანავე დაიწყება გადაღებები.