ინგრედიენტები
3 ცალი კარტოფილი
1 ს/კ სახამებელი
1/2 ჩ/კ მარილი
ზეთი შესაწვავად
მომზადება
მოხარშეთ კარტოფილი.
მოხარშულ კარტოფილს მოაყარეთ სახამებელი და მარილი. კარგად აურიეთ. გააბრტყელეთ კარტოფილი და დაჭერით გრძლად.
ტაფა/ქვაბში ზეთი ჩაასხით და აადუღეთ. ჩაყარეთ გრძელი კარტოფილის ჩხირები ქვაბში და შეწვით გაოქროსფერებამდე.