ინგრედიენტები
500 გრამი საქონლის რბილი ხორცი
1 ცალი ხახვი
3 ღერი ნიახური
10 ცალი თოთო სტაფილო
2 ცალი გათლილი კარტოფილი
1 ჭიქა სიმინდის მარცვლები
1 ჭიქა ბარდა
2 ქილა (400 გრ.) დაჭრილი პომიდორი
3 1/2 ჭიქა საქონლის ხორცის ბულიონი
2 ცალი დაფნის პატარა ფოთოლი
2 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი (ან ნებისმიერი)
4 ჭიქა წყალი
2 ჩ/კ ცხარე წიწაკის სოუსი
მომზადება
დაჭერით ხორცი 1 სმ. სისქის პატარა ლუკმებად. მოთუშეთ დიდ ქოთანში ან თუჯის ქვაბში 1 სუფრის კოვზ ზეთში, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე, სანამ ყოველი მხარე არ შეყავისფერდება. შემდეგ გადმოდგით ლანგარზე.
დაჭერით ნიახური, ხახვი, კარტოფილი და სტაფილო პატარა ლუკმებად. მოთუშეთ ნიახური და ხახვი დარჩენილ 1 სუფრის კოვზ ზეთში, სანამ ხახვი არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას (დაახლოებით 10 წუთი). დაუმატეთ მოთუშული საქონლის ხორცი, წყალი, ბულიონი, პომიდორი თავისივე წვენით, სტაფილო, კარტოფილი, სიმინდი, დაფნის ფოთოლი და ნიორი. მიიყვანეთ დუღილამდე.
შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაუფარებლად, სანამ ხორცი თითქმის არ დარბილდება, დაახლოებით ერთი საათი. დაუმატეთ სუპს ბარდა და ცხარე სოუსი. დააფარეთ და ადუღეთ, სანამ ხორცი არ დარბილდება, დაახლოებით კიდევ 30 წუთით.
შეანელეთ ახლად დაფქული შავი პილპილით, ცხარე სოუსით ან მარილით, სურვილისამებრ.