ბრინჯი ოსპით

ბრინჯი ოსპით

ინგრედიენტები

6   / ზეითუნის ზეთი

1   თავი დიდი ხახვი

1 1/3  ჭიქა (240) მწვანე ოსპი

3/4  ჭიქა (140) გრძელი ბრინჯი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადებ

დიდი ზომის ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე, ჩაასხით ზეთი და გააცხელეთ. რგოლებად დაჭერით ხახვი და ჩაუმატეთ ზეთს. შუშეთ 10 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეყავისფერდება. შემდეგ გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან.

საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ ოსპი. დაასხით იმდენი ოდნავ მარილიანი წყალი, რომ დაიფაროს. მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.

ოსპის ქვაბში ჩაყარეთ ბრინჯი და ჩაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. მოაყარეთ მარილი და პილპილი. დააფარეთ ქვაბს თავსახური და ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ბრინჯი და ოსპი არ დარბილდება.

ხახვის ნახევარი შეურიეთ ცხელ კერძს. თითოეულ ულუფას სურვილისამებრ მოასხით არაჟანი და გააფორმეთ დარჩენილი ხახვით.