გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშიდან გამომდინარე რადიკალური ოპოზიციის შესაძლო გეგმებზე ისაუბრა.
„27 ოქტომბერს ვერაფერი მოხდება, რადგან ნებისმიერი გეგმის შესრულებას სჭირდება შემსრულებლები. ამ ქვეყანაში არაერთი გადატრიალება და უბედურება მაქვს ნანახი და ამიტომ, მინდა დაგარწმუნოთ, ვერაფერს გააკეთებენ. რა გეგმაც არ უნდა დადო, თუ არ არიან შემსრულებლები, ის გეგმა ვერ შესრულდება. რა შემსრულებლებთან გვაქვს საქმე, კი ვხედავთ, ვინ არიან - ოპოზიციას ვინ წარმოადგენს“, - აღნიშნა ხაინდრავამ.