საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რეინტეგრაციის საკითხში ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ მშვიდობიან მოწესრიგებაზე გადის, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
იგი სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს პროცესი უნდა განვავითაროთ, ეს პოზიცია ყველგან უნდა დავიცვათ და ამას აუცილებლად ექნება შედეგი“, - დასძინა ქადაგიშვილმა.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას“.