ჩუღურეთი ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენდამი განსაკუთრებული მხარდაჭერით, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ჩუღურეთის მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა იმ ინფორმაციით, რომელიც მათ „ქართული ოცნების“ შემდეგი 4 წლის გეგმების შესახებ მიაწოდეს.
„ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გავაკეთეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ჩუღურეთელები მაქსიმალურად დაგვიჭერენ მხარს და თავიანთ ლომის წვლილს შეიტანენ, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოვიპოვოთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.