ვისაუბრეთ იმ საშიშროებებზე და გამოწვევებზე, რაც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ აღმაშენებლის გამზირზე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს.
„საზოგადოების განწყობა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხალხისთვის არაფერი გაუგებარი არაა. ყველაფერი ზედაპირზე დევს.
მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხიც და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და დადგება ქვეყნის გადარჩენის მხარეს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.