დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში და ანადგურებს მილიონი ადამიანის სიცოცხლეს, - ამ თემაზე ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ყოფილი წევრი არტემ დმიტრუკი საკუთარ YOUTUBE-არხზე საუბრობს.
ზელენსკის ყოფილი თანაგუნდელი და რადის ყოფილი დეპუტატი არტიომ დმიტრუკი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.
„ერთ თვეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია და მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება მშვიდობის სასარგებლოდ. ეს არჩევანი თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ. არავის აქვს უფლება არჩევნების პროცესში ჩაერიოს, მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენი ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. ბოლო წლებში საქართველომ აჩვენა, როგორ უნდა შეინარჩუნო მშვიდობა და მიუხედავად გამოწვევების და წინა ხელისუფლების შეცდომებისა, შეძლო ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და წინსვლა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს ატარებს. ქვეყნის ინტერესები უპირველეს ყოვლისა, სწორედ ასეთი პოლიტიკა აქვს ქვეყანას არჩეული. როგორ შეძლო ეს ხელისუფლებამ? - ხელისუფლება უსმენს ხალხს და მისი ინტერესების გათვალისწინებით მუშაობს. საქართველო გახდა იმის მაგალითი, როგორ უნდა დაიცვა მშვიდობა. მშვიდობა ის მიღწევაა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს.
სამწუხაროდ უკრაინაში აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა ომშია ჩათრეული. განვითარების ნაცვლად კონფლიქტები მივიღეთ. დიქტატურა, რომელიც დღეს შთანთქავს სიტყვის თავისუფლებას, ადამიანებს ართმევს თავისუფლებას და იმედს. საქართველოს ეს არ ეხება, თქვენ სტაბილურობა გაქვთ, ეკონომიკა იზრდება, ტაძრები არ იშლება სწრაფი ტემპით, მღვდლებს ეკლესია არ აპატიმრებს, არ დევნიან რწმენის გამო. ბევრმა შეიძლება ვერ დააფასოს, რაც ხდება საქართველოში, თუმცა ეს დიდი შეცდომაა, დააფასეთ, რადგან შემდეგ შეიძლება გვიანი იყოს. მომავალი არჩევნები პირველი რიგში არის შესაძლებლობა, გადაარჩინოთ ის, რასაც მიაღწიეთ და არ დაუშვათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ომი და კონფლიქტები, საზოგადოების დაყოფა, რომ გადააქციონ ქალაქები ნანგრევებად და ხალხი - მძევლებად. ეს სურთ მათ, ეს დავალება აქვთ. დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში და ანადგურებს მილიონი ადამიანის სიცოცხლეს. შეხედეთ ახლა საქართველოს. თქვენ გაქვთ ფაქტობრივად ყველაფერი, რომ განვითარდეთ, წინ წახვიდეთ და არავის მისცეთ საშუალება, თქვენს სწორ არჩევანში ჩაერიოს. მინდა შეგახსენოთ, რომ მშვიდობა მთავარი ღირებულებაა და იმედი მაქვს, სწორ არჩევანს გააკეთებთ. უკრაინა დიქტატორი ზელენსკის და მისი გუნდის ტყვეა, ისინი ანადგურებენ ჩვენს ქვეყანას და გთხოვთ, არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. საქართველო იმსახურებს მომავალს ომის, ცრემლების და ტანჯვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ ამაზე“, - აცხადებს დმტრიუკი.