სოზარ სუბარი გორგი ამილახვარზე: ეს არის კაცი, რომელიც სჭირდება ქვეყანას და სჭირდებოდა სფეროს, სადაც სულ რაღაც ერთ წელიწადში ბევრი რეფორმა განახორციელა

სოზარ სუბარი გორგი ამილახვარზე: ეს არის კაცი, რომელიც სჭირდება ქვეყანას და სჭირდებოდა სფეროს, სადაც სულ რაღაც ერთ წელიწადში ბევრი რეფორმა განახორციელა

ეს არის კაცი, რომელიც სჭირდება ქვეყანას და სჭირდებოდა სფეროს, სადაც სულ რაღაც ერთ წელიწადში ბევრი რეფორმა განახორციელა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გიორგი ამილახვარის შესახებ, რომელმაც განათლების მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.

„გიორგი ამილახვარი იყო ძალიან წარმატებული პარლამენტის წევრი და ძალიან წარმატებული მინისტრი, ჩვენი მეგობარია, ჩვენი თანაგუნდელია გულწრფელად რომ გითხრათ, არ გამიხარდა მისი თანამდებობიდან წასვლა იმიტომ, რომ ეს არის კაცი, რომელიც სჭირდება ქვეყანას და სჭირდებოდა სფეროს, სადაც სულ რაღაც ერთ წელიწადში ბევრი რეფორმა განახორციელა, რაც სჭირდებოდა ამ სფეროს და რაც სამწუხაროდ, მანამდე არ იყო განხორციელებული”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.

მას ნაყოფიერი მუშაობისთვის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.

amo amo ვისაც განათლების სისტემასთან შეხება აქვს უმრავლესობამ ალბათ შვებით ამოისუნთქა, მაგრამ არც ა ხ ა ლ ი ივარგებს, რადგან განათლების მიმართ მიდგომა არ იცვლება, უფრო სწორად ყოველწლიურად უარესდება. ჰოდა, ასეთი შეფასების შემდეგ რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ხალხს. საარჩევნო ხმებს კარგავთ.
1 თვის უკან
KAB მსურს შევეხო გ. ამილახვრის მიერ ხელმოწერილ ერთ-ერთ ბრაძანებას, რომელიც ეხება უნივერსიტეტებში ელექტრონული სწავლების განხორციელების წესს. იგი აბსოლუტურად დისკრიმინაციული ხასიათისაა. წესი, რომელიც ეყრდნობა „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს, კიდევ ართხელ ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილებების მიღება სამინისტროში ხდება ვოლუნტარისტულად სამეცნიერო საზოგადოების აზრის გააუთვალისწინებლად, რაც კიდევ უფრო აკნინებს უნივერსიტეტების ავტონომიურობას. აშკარაა, რომ უნდა დამტკიცებულირო საერთო წესი, რომელიც მოიცავდა ყველა მიმართულებას და სპეციალობას. საუბარია დისტანციური სწავლების გამოყენებაზე. საბოლოო გადაწყვეტილება კი უნდა მიეღო მსჯელობის შედეგად აკადემიურ საბჭოს და რექტორატს . მრავალი უმაღლესი კვალიფიკაციის ლექტორი, ძირითადად, პანდემიის შედეგად გამოწვეული ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს ლექციების ადგილზე ჩატარებას. მიუხედავად ამისა, აგრძელებენ ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას, მაგრამ , ამ წესით ჩამოერთვათ საშუალება ახალი ცოდნა გადასცენ სტუდენტებს. უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში, პირიქით, ხელს უწყობენ მაღალი დონის სპეციალისტებს, რათა საშუალება მისცენ მათ დისტანციურად იმუშაონ სტუდენტებთან. გაუგებარია, ვინ და რა მოსაზრებების საფუძველზე შედგა იმ სპეციალობათა ნუსხა, რომლის მიხედვით გარკვეულ აქტუალურ მიმართულებებს არ მიეცათ საშუალება სწავლის და კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდების გამოიყენონ სწავლის პროცესში.
1 თვის უკან