ლევან მაჭავარიანი: ხანმოკლე პერიოდში გიორგი ამილახვარმა ბევრი რეფორმა გაატარა, თანამდებობის დატოვების გამო ყველას გული დაგვწყვიტა, თუმცა ეს მისი არჩევანია

ლევან მაჭავარიანი: ხანმოკლე პერიოდში გიორგი ამილახვარმა ბევრი რეფორმა გაატარა, თანამდებობის დატოვების გამო ყველას გული დაგვწყვიტა, თუმცა ეს მისი არჩევანია

პირადად ჩემი მეგობარია, ძალიან კარგი პიროვნებაა, ქვეყნის პატრიოტი - სუფთა პიროვნება, თავისი საქმის პროფესიონალი და პირად მე და მთელს გუნდს ძალიან გული დაგვწყდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა გიორგი ამილახვარი საუბრისას.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ მინისტრად ყოფნის პერიოდში ამილახვარმა ძალიან ბევრი რეფორმა ჩაატარა.

„ბევრი რეფორმა გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ხანი არ იმყოფებოდა მინისტრის თანამდებობაზე და რა თქმა უნდა, ყველას გული დაგვწყვიტა, თუმცა ეს მისი არჩევანია და მას სურვილი აქვს, გააგრძელოს მოღვაწეობა კერძო სექტორში, როგორც იგი ამას აკეთებდა, სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდა. რა უნდა ვთქვათ! ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.

მას ნაყოფიერი მუშაობისთვის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.

amo `
1 თვის უკან
amo ვისაც განათლების სისტემასთან შეხება აქვს უმრავლესობამ ალბათ შვებით ამოისუნთქა, მაგრამ არც ა ხ ა ლ ი ივარგებს, რადგან განათლების მიმართ მიდგომა არ იცვლება, უფრო სწორად ყოველწლიურად უარესდება.
1 თვის უკან
KAB მსურს შევეხო გ. ამილახვრის მიერ ხელმოწერილ ერთ-ერთ ბრაძანებას, რომელიც ეხება უნივერსიტეტებში ელექტრონული სწავლების განხორციელების წესს. იგი აბსოლუტურად დისკრიმინაციული ხასიათისაა. წესი, რომელიც ეყრდნობა „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს, კიდევ ართხელ ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილებების მიღება სამინისტროში ხდება ვოლუნტარისტულად სამეცნიერო საზოგადოების აზრის გააუთვალისწინებლად, რაც კიდევ უფრო აკნინებს უნივერსიტეტების ავტონომიურობას. აშკარაა, რომ უნდა დამტკიცებულირო საერთო წესი, რომელიც მოიცავდა ყველა მიმართულებას და სპეციალობას. საუბარია დისტანციური სწავლების გამოყენებაზე. საბოლოო გადაწყვეტილება კი უნდა მიეღო მსჯელობის შედეგად აკადემიურ საბჭოს და რექტორატს . მრავალი უმაღლესი კვალიფიკაციის ლექტორი, ძირითადად, პანდემიის შედეგად გამოწვეული ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს ლექციების ადგილზე ჩატარებას. მიუხედავად ამისა, აგრძელებენ ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას, მაგრამ , ამ წესით ჩამოერთვათ საშუალება ახალი ცოდნა გადასცენ სტუდენტებს. უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში, პირიქით, ხელს უწყობენ მაღალი დონის სპეციალისტებს, რათა საშუალება მისცენ მათ დისტანციურად იმუშაონ სტუდენტებთან. გაუგებარია, ვინ და რა მოსაზრებების საფუძველზე შედგა იმ სპეციალობათა ნუსხა, რომლის მიხედვით გარკვეულ აქტუალურ მიმართულებებს არ მიეცათ საშუალება სწავლის და კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდების გამოიყენონ სწავლის პროცესში.
1 თვის უკან