ჯეიმს ნიქსი: ვერც ბაიდენის ადმინისტრაცია, და ვერც ჰარისის ადმინისტრაცია, თუკი ასეთი იქნება, რუსეთის დამარცხებას ვერ [შე]ეგუებიან

ჯეიმს ნიქსი: ვერც ბაიდენის ადმინისტრაცია, და ვერც ჰარისის ადმინისტრაცია, თუკი ასეთი იქნება, რუსეთის დამარცხებას ვერ [შე]ეგუებიან

ვერც ბაიდენის ადმინისტრაცია, და ვერც ჰარისის ადმინისტრაცია, თუკი ასეთი იქნება, რუსეთის დამარცხებას ვერ [შე]ეგუებიან, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბრიტანეთის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის - Chatham House-ის ევროპისა და რუსეთ-ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, ჯეიმს ნიქსმა.

მისი შეფასებით, უკრაინის ინტერესები შესაძლოა, გაიწიროს.

„სიმართლე - მახინჯი, ბინძური, არასასიამოვნო სიმართლე - არის ის, რომ უკრაინა - უკრაინის ინტერესები - შეიძლება გაიწიროს, თუ მოხერხდება რაღაც ძველებური მსოფლიო წესრიგის მსგავსის დაბრუნება/შენარჩუნება. მე არ ვამბობ, რომ უკრაინის მსხვერპლად შეწირვა სურთ, რომ ამაზე აქტიურად მუშაობენ - არა, სატანები კი არ არიან, უბრალოდ არც ანგელოზები არიან,“ - აცხადებს ჯეიმს ნიქსი.

Gami იდიოტები არიან.
1 თვის უკან