გიორგი ვოლსკი: ფორმულა შერიგებისა ურთიერთ მიტევების გარეშე არ არსებობს

გიორგი ვოლსკი: ფორმულა შერიგებისა ურთიერთ მიტევების გარეშე არ არსებობს

ფორმულა შერიგებისა ურთიერთ მიტევების გარეშე არ არსებობს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, „დღის ქრონიკასთან“ აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით საუბრისას.

მისი თქმით, სამშვიდობო პოლიტიკა არის ერთადერთი გზა და მას ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ. ამდენი წელი გავიდა ზოგმა ახალგაზრდამ გადმოცემითაც არ იცის თუ რა დიდი შრომა იყო იმაში ჩადებული, რომ მსოფლიო პოზიცია აი ამ საკითხების მიმართ ჩამოყალიბებულიყო ზუსტად იმ ფორმულირებებით, რომელიც დღესაც არის გამოყენებული. რა საკვირველია, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ბევრი რამ შეცვალა.

ფორმულა შერიგებისა ურთიერთ მიტევების გარეშე არ არსებობს. მითუმეტეს ასეთი გამოცდილებაც გვაქვს. ასეთი გამოცდილება გვქონდა, საერთაშორისო დახმარებით ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ. აფხაზებიც იყვნენ ჩამოსულები, ცხინვალის რეგიონიდანაც და ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა სამშვიდობო პროცესი, სწორედ მაგ პრინციპიდან გამომდინარე. ძალიან ძნელი იქნება ახლა უკან დაბრუნება იგივე კალაპოტში მაგრამ ეს შესაძლებელია თუ კი რეალურად უყურებ იმ პრობლემას რაც მსოფლიოს და საქართველოს ახასიათებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ლაზი ზელენსკი ის თავხედი ბავშვია, რომლის ქვევა ყველას მობეზრდა, მაგრამ არავინ უწყრება, რადგან ეს თავხედი იმავდროულად შშმ-ა და მის დატუქსვას ყველა ერიდება. თვით ტრამპმაც კი თვალი დახუჭა მის თავხედობაზე და მიღებაზე დაეთანხმა.
ეს ტუტუცი ბავშვი ბოროტად დასცინოდა საქართველოს ომის შემდეგ, როცა სააკაშვილს აშაყირებდა. ახლა კი, თურმე, ამ კლოუნის უგუნურობით დანგრეული საცოდავი უკრაინის სურათების სამაგალითოდ ჩვენებაც არ შეიძლება. ასეთ სამაგალითო ბანერებში შეურაცხმყოფელი არაფერია. ეს უბრალოდ უგუნური ქმედების შედეგის დემოსტრირებაა, რაც უგუნურის მფარველებს და მათ მარიონეტებს არ მოეწონებათ, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება, მავანთ ჭკუის სასწავლებლად გამოადგეთ.
4 საათის უკან