ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის განაცხადი საქართველოს წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში შევიდა.
ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდადებული ფეხბურთელი საქართველოს ხელისუფლებას ევროკონვენციის სამი მუხლის დარღვევაში ედავება.
ესენია: ევროკონვენციის მეექვსე მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მესამე მუხლი (არაადამიანური მოპყრობა) და მერვე მუხლი (პირადი ცხოვრება).