მოსკოვის ცენტრში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალ-ლეიტენანტის, გვარად დებაშვილის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" აქვეყნებს.
სააგენტოს წყაროს ცნობით, გადამდგარი გენერალის ცხედარი კომსომოლსკის პროსპექტის 28 ნომერში, საცხოვრებელ სახლთან აღმოაჩინეს. სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება.
დებაშვილი 1929 წელსაა დაბადებული. მოსკოვის სამართალდაცავ ორგანოებში ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
კიდევ ერთი სამხედრო პირის ცხედარი ოქტომბრის დასაწყისშიც იპოვეს. 47 წლის გენერლმა, ვიქტორ ჩევრიზოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.