ზაზა შათირიშვილი: წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია, ქართველმა ხალხმა უკვე დიდი ხანია თქვა თავისი სიტყვა, რომ მას უნდა სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველო

ზაზა შათირიშვილი: წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია, ქართველმა ხალხმა უკვე დიდი ხანია თქვა თავისი სიტყვა, რომ მას უნდა სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველო

წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია, ქართველმა ხალხმა უკვე დიდი ხანია თქვა თავისი სიტყვა, რომ მას უნდა სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველო, - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, ჩვენ, რეალურად ვართ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური გარდატეხის წინ.

„წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია, ქართველმა ხალხმა უკვე დიდი ხანია თქვა თავისი სიტყვა, რომ მას უნდა სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველო. თავის დროზე მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, 9 აპრილის შემდეგ იყო და იმ პერიოდში, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისარი უკვე გასროლილიაო და მას ვერაფერი შეაჩერებსო. მთელი დღე ეს სიტყვები მახსენდებოდა, განსაკუთრებით ამ ჟესტის შემდეგ, შეერთებული შტატები როდესაც ასეთ თვითდამცირებაზე მიდის, რომ ქვეყანას, რომელიც რუკაზეც არ ჩანს, ასეთ რამეს გაუკეთებს, აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ, რეალურად ვართ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური გარდატეხის წინ. ეს გარდატეხა დღეს არ დაწყებულა, ცხადია, მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ეს გარდატეხა გამოისახა და მე ასე ვიტყოდი, რომ ბოლო რამდენიმე თვეა უკვე გარდატეხა თვალნათლივ ჩანს. ის, რაც ორი წლის და 6 თვის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა, დღეს უკვე აბსოლუტურად მისაღები და ჩვეულებრივი ხდება. საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც ოდესის აღებით იმუქრებოდა, საუბრობს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე და შვეიცარია არბილებს სანქციებს. ანუ, რისი თქმა მინდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ფაქტორი არ არის, არის ახლო აღმოსავლეთის ფაქტორი, არის ისრაელთან დაპირისპირება, თავისი მეზობლების. რა თქმა უნდა, გავა დრო და შემდეგ ალბათ ისტორიის წიგნებში ჩაიწერება, რომ რეალურად, ეს იყო მესამე მსოფლიო ომი. როდის დაიწყო ეს მესამე მსოფლიო ომი, ძალიან რთული საკითხია. დაიწყო ეს სირიიდან, დაიწყო ეს 2001 წლის 11 სექტემბრიდან, მაგრამ რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახავთ, რომ როგორც დღეს ვსაუბრობთ 30 წლიან ომზე, რომელიც გაიწელა და რომელმაც შეცვალა ევროპის გეოპოლიტიკური რუკა, ისე შეცვალა, რომ როცა ეს პროცესები იწყებოდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. დაახლოებით ასეთი სურათია. ეს მხოლოდ ევროპას არ ეხება. აქედან გამომდინარე, მე ასე ვიტყოდი, რომ დღეს ძალიან მარტივია არჩევანი. მარტივი იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი არჩევანი არ არის, მაგრამ რთულია შინაგანად ამის გაკეთება. დღეს არჩევანი არის ან სუვერენიტეტი, ან შენ უკვე აღარ ხარ ისტორიის სუბიექტი“, - აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.