საქართველო ზუსტად ისევე სჭირდება დასავლეთს, როგორც ჩვენ გვჭირდება დასავლეთი. ამიტომ როგორც კი დარწმუნდებიან, რომ დამთავრდა ყველაფერი და ვერანაირი არეულობა ამ ქვეყანაში ვერ მოხდება, ისინი იძულებულები იქნებიან გააგრძელონ ურთიერთობები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველოს დასავლელი პარტნიორები გადახედავენ მათ ურთიერთობებს.
„ჩვენ ვდგავართ ახალი მსოფლიო დღის წესრიგის წინაშე. როგორც ის ორპოლუსიანი სამყარო, როდესაც საბჭოთა კავშირი და ვარშავის ხელშეკრულება იყო დაპირისპირებული დასავლეთთან ის აღარ დაბრუნდება, ისე ერთ პოლუსიანი სამყარო, რომელიც იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში აღარ დაბრუნდება. ეს დამთავრდა. იქმნება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიო და ამ ახალ მსოფლიო წესრიგში საქართველომ უნდა იპოვოს თავისი ადგილი. ჩვენი ადგილი ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, იმ როლის შესრულება, რომელიც ჩვენ გვაქვს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფარგლებში და ბუნებრივია და ბუნებრივია, ჩვენი სწრაფვა დასავლეთისკენ, ევროინტეგრაციისკენ ეს გრძელდება, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება.
რაც შეეხება 26 ოქტომბერს, 26 ოქტომბრის შემდეგ იძულებულები იქნებიან ჩვენი არც თუ კეთილმოსურნეები, რომლებიც დღეს საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ გადახედონ თავის პოზიციას. შეიძლება 26 ოქტომბრის შემდეგ ერთი - ორი კვირა გაგრძელდეს არეულობების მცდელობები, მაგრამ ამას ვერ მოჰყვება ვერანაირი გაგრძელება. საქართველო ზუსტად ისევე სჭირდება დასავლეთს, როგორც ჩვენ გვჭირდება დასავლეთი და შეიძლება უფრო მეტადაც კი. იმიტომ, რომ ჩვენგან აღმოსავლეთით არის კასპიის რეგიონი, არის აზერბაიჯანი, არის ცენტრალური აზია, უზარმაზარი რესურსებით. არის ჩინეთთან დამაკავშირებელი უახლოესი გზა და ეს რესურსები სჭირდება დასავლეთს. სჭირდება ევროპას, სჭირდება აშშ-ს. ამიტომ როგორც კი დარწმუნდებიან, რომ დამთავრდა ყველაფერი და ვერანაირი არეულობა ამ ქვეყანაში ვერ მოხდება, ამის შემდეგ ისინი იძულებულები იქნებიან გააგრძელონ ურთიერთობები და გაგრძელდება კიდეც. ჩვენი ამოცანა რომ 2030 წელს საქართველოს იქნება ევროკავშირის წევრი, ეს ამოცანა რჩება ძალაში და შესრულდება კიდეც.