თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და დასავლური ალიანსის სხვა წევრებს არ სურთ, რომ უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.
უკრაინის წინადადება ნატოში გაწევრიანების შესახებ არ არის ის საკითხი, რომელიც ნაჩქარევად უნდა იყოს მიღებული.
„როდესაც ჩვენ ვიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, ყოველთვის ვითვალისწინებთ ნატოს სხვა წევრი ქვეყნების პოზიციას, განვიხილავთ ამ შესაძლო კითხვებს და შესაბამისად ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენ მივყვებით მოვლენების განვითარებას და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა ასევე ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ „ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან არის მრავალგანზომილებიანი, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებული“.