აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა. ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ უკრაინული ბიურო ავრცელებს.
„არ მგონია, რომ ხუთშაბათს ჩვენ ქალაქში ვიყოთ. ჩვენი სხდომების დღის წესრიგი შეიცვალა. ყველაფერი მიმდინარე საკითხებზეა დამოკიდებული. მექსიკური ყურის სანაპიროს ქარიშხალი უახლოვდება. ამის გამო ბევრი ჩვენგანი მიდის, ადამიანები სახლში ბრუნდებიან, ამიტომ არ ვარ დარწმუნებული“, - ციტირებს „ამერიკის ხმა“ ჯონსონს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა გააუქმა.