პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლების: ბუკნარის, ქვენობანისა და ბასილეთის მოსახლეობას შეხვდა.
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩოხატაურში, ქვენობანის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი მინდია დოლიძე იქნება. კანდიდატის წარდგენასთან ერთად შეხვედრაზე ისაუბრეს ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.
„მადლობას ვუხდი ჩოხატაურში მცხოვრებ მოქალაქეებს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის და ძლიერი მხარდაჭერისთვის! ჩვენ, ერთად გავიმარჯვებთ!"- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი ურუშაძე, ქვენობნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარობის კანდიდატი - მინდია დოლიძე, ჩოხატაურის მერი - დავით შარაშიძე და საკრებულოს წარმომადგენლები.