ინგრედიენტები
500 გრამი ხბოს ან ძროხის ღვიძლი
3 ს/კ კოვზი ერბო
2 თავი ხახვი
მარილი გემოვნებით
მომზადება
ღვიძლი დავჭრათ ბრტყელ, მაგრამ არათხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ წინასწარ გაცხელებულ ერბოდასხმულ ტაფაზე.
სწრაფად შევწვათ ორივე მხარეზე.
შეწითლდება თუ არა, გადმოვიღოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ზედ დავაწყოთ ოხრახუშის ფოთლები.