Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვას შორის კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები ხელშეკრულების 2029 წლამდე განახლების სანაცვლოდ, სეზონში 8 მილიონ ხელფასს ითხოვენ, ხოლო „ნაპოლი“ მას რომელუ ლუკაკუს ოდენობის ხელფასს სთავაზობს წელიწადში 6 მილიონ ევროს.
კვარას კონტრაქტზე საუბარი დიდი ხანია მიდის, მაგრამ ჯერჯერობით, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, სეზონში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.