ბრიტანული როკ-ჯგუფი The Cure 2008 წლის შემდეგ პირველად, ახალ სიმღერას გამოუშვებს. კომპოზიციის პრემიერა 26 სექტემბერს შედგება.
შესაბამისი განცხადება მუსიკოსებმა სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნეს და პოსტს ახალი სიმღერის 19-წამიანი ნაწყვეტიც დაურთეს.
ამასთან, ცნობილია, რომ ნოემბერში ჯგუფი ახალ ალბომსაც გამოუშვებს - Songs of a Lost World.
The Cure-ის ბოლო რელიზი 2008 წელს შედგა. მაშინ ჯგუფმა გამოუშვა ალბომი „4:13 Dream“.