ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი პრეზიდენტის ქმედებას, რომელმაც ამნისტიის კანონს ხელი დღემდე არ მოაწერა, საზოგადოებაში აჟიოტაჟისა და დაძაბულობის შეტანის მცდელობად აფასებს. მისი თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგითაა დაკავებული და არ სცალია.
„ათასობით ოჯახი ელოდება თავიანთი შვილების, მეუღლეების გათავისუფლებას და სპეციალურად აკეთებს ამას, რომ მეტი აჟიოტაჟი და დაძაბულობა შემოიტანოს საზოგადოებაში. თან ეტყობა ვერ მოიცალა ქალბატონმა ზურაბიშვილმა, იმდენად არის დაკავებული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით. იცლის მხოლოდ ისეთი საქმეებისთვის, რაც მისი მოვალეობა კი არ არის და კანონი უკრძალავს. ის ეწევა ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. პირდაპირ ვიცით, რომ უნდა იყოს ზეპარტიული და ჩვეულებრივად მოვლენილი გვყავს, როგორც რადიკალური ოპოზიციის ლიდერი“, - მიიჩნევს მაჭავარიანი.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ძალაში ვერ შედის - სალომე ზურაბიშვილს კანონზე, რომელიც ათასობით პატიმარს ეხება, ხელი ამ დრომდე არ მოუწერია.