საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოჩენილი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, გივი შაჰნაზარს მრავალი ათწლეულის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდა ლიტერატურის განვითარებაში.
„ვწუხვარ გამოჩენილი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ბატონ გივის უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ლიტერატურის განვითარებაში, ჩვენს კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გამორჩეულია მისი როლი ქართველ და სომეხ ხალხთა შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. თანავუგრძნობ გივი შაჰნაზარის ოჯახს, ჩვენს საზოგადოებას", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.