დონალდ ტრამპი უმცროსი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა, დაპირების მიუხედავად, არ იცის, როგორ დაასრულოს უკრაინის ომი.
„უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელმაც ამერიკელი გადამხდელებისგან მილიარდობით დოლარის დაფინანსება მიიღო, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ბედავს თავს დაესხას „რესპუბლიკური“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს და თანაც ამას მას შემდეგ აკეთებს, რაც პროუკრაინელმა ფანატიკოსმა მამაჩემის მოკვლა სცადა“, - აცხადებს დონალდ ტრამპის შვილი.