გასულ კვირას ლონდონის გალერიიდან ბენქსის ყველაზე ცნობილი ნახატი, გოგო ბუშტით მოიპარეს. ისინი არასაცხოვრებელი ფართის გაქურდვის ბრალდებით სასამართლოში შემდეგ თვეში წარდგებიან.
ნახატი ცენტრალურ ლონდონში მდებარე გროუვის გალერიიდან კვირას ღამით მოიპარეს. გოგო ბუშტით ერთადერთი ნახატია, რომელმაც ქურდებმა წაიღეს, თუმცა ის დიდი ხნით არ დაკარგულა — პოლიციამ ორი ბრალდებული ხუთშაბათს დააკავა და ნახატიც კუთვნილ ადგილას დააბრუნა.
გროუვის გალერია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მხატვრის, ბენქსის გამოფენა 21 აგვისტოს გაიხსნა და 7 სექტემბერს დაიხურა, ქურდობამდე 1 დღით ადრე. BBC-ს ცნობით, გამოფენაზე $2 მილიონის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები იყო გამოფენილი.
გოგო ბუშტით, რომელზეც თეთრ ფონზე შავ ფერში დახატული გოგონა და გულის ფორმის წითელი ბუშტია გამოსახული, ბენქსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. 2018 წელს Sotheby- ს აუქციონზე ამ ნახატის ერთ-ერთი ვერსია იყიდებოდა. მის ჩარჩოში არტისტმა მექანიზმი დაამონტაჟა, რომელმაც ნახატი გაანადგურა მას შემდეგ, რაც სააუქციონო ფასმა $1,4 მილიონს მიაღწია.