რობინ დანიგანი: საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება

რობინ დანიგანი: საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება

საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც დასავლეთისგან, ევროპისგან და აშშ-ისგან საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას იწვევს, ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით განაცხადა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთად არის და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს ხელს არ უწყობს“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ მსოფლიოში ქართველი ხალხის აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი არ არსებობს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მსოფლიოში ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი არ არსებობს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი იქნება და განცხადებები, რომლებიც საქართველოს აშშ-ისგან იზოლირებას ცდილობენ, არავისთვის სასარგებლო არ არის“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

მერაბ.g რა არის ამერიკული დემოკრატია?
ეს მოდის ლინჩის წესით სასამართლოებიდან, როცა ორმა ან სამმა იარაღიანმა , დაუბანელმა და წერა-კითხვის უცოდინარმა ადამიანმა წლების მანძილზე ამერიკაში სამართლის სახელიტ ჩამოახრჩო ათეულ ათასობით ადამიანი
იქვე იყო მონათმფლობელობის უსასტიკესი, არნახული ფორმა
აშშ-სისტორიის მანძილზე ამოჟლიტეს 80 მლნ ადგილობრივი - ინდიელი
არსებობის 248 წლის მანძილზე აშშ-მ აწარმოა 266 ომი!
...
ახლა? როცა მოუნდათ, "დემოკრატიულად დაბომბეს იუგოსლავია, შევარდნენ ლიბიაში, ერაყში (ქიმიური იარაღის საბაბით) ავღანეთშიც შევარდნენ, მაგრამ გამოაპანჩურეს! ...
ჰააგის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაჭერა რომ მააპირა, მას (სასამართლოს!) სანქციით დაემუქრნენ???
სხვის არჩევნებს იწუნებენ, ამ დროს წინა არჩევნებზე კონგრესმენას ორი კარგა ხნის მკვდარი ადამიანი აირჩიეს! ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები ქუჩაში იყიდებოდა 200 დოლარად; არჩევნების შედეგი გაყალბებულად რომ ჩათვალეს და კონგრესს მიაწყდნენ, 5 მათგანი ადგილზე დახვრიტეს, 300 გაასამართლეს! ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს მიაჩნია, რომ ის (2020წლის) არცევნები გაყალბდა!
დღეს ხელისუფლების მომხრეები ტყვიით დასდევენ მათ მოწინააღმდეგეს - ტრამპს!
ამ საუკუნეში აშშ-ს პრეზიდენტი ორჯერ გახდა პირი, რომელსაც მოსახლეობის ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა (ცუდი კანონის გამო)
ეს ყველაფერი ფაქტების ნაწილია და არა შეფასება
ბნელა? თუ აშშ-ს მიაჩნია, რომ დემოკრატია და სიმართლე არის ის, არც მას აწყობს, ეს ასე არაა და აუცილებლად მოიტეხს კისერს აქ, ან იქ!
1 თვის უკან
მერაბ.g არ მიხსენებია ხიროსიმა, ნაგასაკი, აბუგრეიდი...
1 თვის უკან
მერაბ.g უკაცრავად - ამერიკელებს თავი რომ მოაქვთ თავიანთი "დამფუძნებელი მამებით". ისინი ჩვეულებრივი მონათმფლობელები იყვნენ; აშშ პირველ პრეზიდენტს ვაშინგტონს კბილის პროთეზი გაკეთებული ჰქონდა თავისი მონის, ცოცხალი მონის, კბილებით!!
1 თვის უკან