ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებაზე, „პსჟ“-სა და ინტერის დაპირისპირებაში მის განსაკუთრებულ როლზე საერთაშორისო გამოცემები წერენ

ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებაზე, „პსჟ“-სა და ინტერის დაპირისპირებაში მის განსაკუთრებულ როლზე საერთაშორისო გამოცემები წერენ

ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებაზე, „პსჟ“-სა და ინტერის დაპირისპირებაში მის განსაკუთრებულ როლზე საერთაშორისო გამოცემები წერენ. არაერთი სტატია დაიბეჭდა ქართველი ვარსკვლავის შესახებ. აღნიშნავენ, კვარაცხელიას წარმატებულ სეზონს და წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ორი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი და თასები მოიგო.

„რა მაგარი სეზონი აქვს ხვიჩა კვარაცხელიას“, - წერს UEFA Champions League;

„შთამბეჭდავი კვარაცხელია პსჟ-ის დაცვის ხაზში პირველია“, - წერს BBC;

„ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, ვისაც ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთესი სეზონი ჰქონია“, - წერს The Athletic;

„ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი სეზონი ჰქონდა. სერია A - ს ჩემპიონი; ლიგა 1-ის ჩემპიონი; საფრანგეთის თასის ჩემპიონი; ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული; და კიდევ უეფას სუპერ თასის მოგებაც შეუძლია ტოტენჰემის წინააღმდეგ“, - წერს The Football Arena;

„ხვიჩა კვარაცხელიას ოცნება აუხდა“, - წერს THE STANDARD.