დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის სურვილი სავარაუდოდ, იქნება არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ აქ ირთვება ის „მაგრამ“, რომელიც ზოგადად აგენტურულ, რადიკალურ ოპოზიციას მძიმე ჯვრად მოჰყვება - ისინი საკუთარი ნება-სურვილის აღმსრულებლები არ არიან

ოპოზიციის სურვილი სავარაუდოდ, იქნება არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ აქ ირთვება ის „მაგრამ“, რომელიც ზოგადად აგენტურულ, რადიკალურ ოპოზიციას მძიმე ჯვრად მოჰყვება - ისინი საკუთარი ნება-სურვილის აღმსრულებლები არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ადგილობირივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას.

„როდესაც ხარ დავალების შემსრულებელი, შენ პრინციპულობაში ვერ იქნები წარმატებული, ამიტომ ელოდებიან იმ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებენ მათივე პატრონებისგან.

64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და ეს კიდევ ერთი განაჩენი იქნება რადიკალებისთვის ჩვენი ელექტორატის მხრიდან. ისინი [ოპოზიცია], თუკი ყველა მიიღებს მონაწილეობას, ოპოზიციის რადილაური ჯგუფი მაქსიმუმ 4-5 კაცით იქნება წარმოდგენილი თვითმმართველობის დონეზე და ბუნებრივია, რომ ეს ვერანაირად ვერ შეცვლის სურათს გადაწყვეტილებების მიღებაში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.